17 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
სკოლებში მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებმა იმატა

მანდატურები სკოლებში მოზარდებს შორის ძალადობრივი შემთხვევების გახშირებაზე საუბრობენ. მათი მონაცემებით, ყოველთვიურად ბავშვებს შორის ფიზიკური ძალადობის ასობით შემთხვევა ფიქსირდება. მარტო დეკემბერში, საქართველოს სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების 424 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  ნოემბერში 663.

სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებას მანდატურთან ერთად მალე ინტერვენციის ჯგუფები დაიცავენ. ეს ჯგუფები სკოლებში მაშინ გამოცხადდებიან, როდესაც ვითარება ყველაზე მეტად დაიძაბება.

ამ ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ბავშვთა ფსიქიატრი შევლენ. უსაფრთხო სკოლის ახალი პროექტის  პრეზენტაცია დღეს განათლების მინისტრმა გამართა.

„ მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე, გაიზარდა რაოდენობა ჩვენი ფსიქოლოგების და კვალიფიკაცია, რომლებიც ჩართულები არიან თვითონ მანდატურებთან ერთად სკოლის სამუშაოებში და ამან უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ასევე გაიზარდა სხვა და სხვა ელექტრონული საშუალებებით წვდომა ამ სამსახურზე, ასევე ცხელი ხაზის მუშაობა გაძლიერდა  24 საათის განმავლობაში. ანუ სამი თვის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები,“- განაცხადა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

დღის ამბები