17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
მისი ხელმწიფე რომ აშენებს თაბორის მთაზე პანორამას, აი, ის ობიექტიც შეაჩეროს - ხაბეიშვილი კალაძეზე

მერიასა და სამშნენებლო კომპანიის შორის გარიგებას, რომელიც ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელობას ეხებოდა, საკრებულოს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შემთხვევას კომიკურს უწოდებენ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კითხვები ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს კიდევ უფრო მეტი გაჩნდა, ვინაიდან, შეთანხმების დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია.

„ახლა რომ გვეუბნებიან, რომ თურმე ყველაფერი მოგვარდა და მოსალოცად გვაქვს საქმე, უკაცრავად, და მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ მაგალითად, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. მერად იმიტომ ავირჩიეთ, რომ მსგავსი მშენენებლობები არ დაუშვას. მისი ხელმწიფე რომ აშენებს თაბორის მთაზე პანორამას, აი, ის ობიექტიც შეაჩეროს. მის ვაჟკაცობას თუ ეყოფა, ესეც კარგი იქნება და ოპოზიცია აუცილებლად იტყვის ამაზეც, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ის, რომ არ აშენდება ვაკის პარკში სასტუმრო, კარგია, თუმცა დეტალები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე საუბარი საკრებულოს თავმდჯომარემ, გიორგი ტყემალაძემ არ ისურვა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება თბილისელების და მოსახლეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება დეტალებს, დეტალებთან დაკავშირებით გაკეთდება დამატებითი განცხადებები. დღეს ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არავითარი მშენებელობა ვაკის პარკში არ განხორციელდება,“- ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე.

დღის ამბები