ყველაფერი მოგვარებადია, დრო ყველაფრის მკურნალია, ყველაფერი შეგვიძლია ერთმანეთს შევუნდოთ - ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ დათუნაშვილს მოუწოდებს დაუბრუნდეს ვარჯიშს და ჩაცხრეს დაპირისპირება.
ჭიდაობის ფედერაციაში კი სკანდალი ჯერ კიდევ არ ამოწურულა. გეგა გეგეშიძის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მოქმედმა და ვეტერანმა მოჭიდავეებმა საკუთრი პოზიციები დააფიქსირეს და იმედი დაიტოვეს, რომ გეგეშიძე გადადგება. მოჭიდავეთა ნაწილი კი ფიქრობს,რ ომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე ამბობს, რომ ფედერაციის პრეზიდენტთან პრობლემები არასოდეს ჰქონიათ.
"არანაირი პრობლემები არ გვქონია გეგასთან, ყოველთვის არის ურთიერთკომუნიკაცია, რამდენი ხალხი იყო შეკრებილი თქვენ თვითონ ნახეთ, არანაირი გუნდი გაყოფილი არ არის,"-ამბობს იანტბელიძე.
მწვრთნელი დათუნაშვილს მოუწოდებს, საიდანაც დაიწყო მისი კარიერა იქ დაბრუნდეს და ყველა პრობლემა მოგვარდება. იანტბელიძე მოჭიდავეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ დაპირისპირებით ხელი მთელ ნაკრებს ეშლება.
„იმას კი არ იტყვიან,რომ დათუნაშვილი კაი ბიჭია, ან გეგეშიძე კაი ბიჭია, იმას იტყვიან,რომ მოჭიდავეები უი , რა ცუდად იქცევიან, მოდი ეს ყველაფერი ჩავაცხროთ“-ამბობს იანტბელიძე.