ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი კომპანია ადგილზე სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა, ქუჩაში მიმავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კი ამწე ვერ შენიშნა და დაეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატვირთო მანქანის და ამწეს მძღოლებს კი პოლიცია დაკითხავს.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.