17 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ე.წ. ღორის გრიპით ზუგდიდში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ზუგდიდში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შუახნის ქალი 15 დღის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა, უშედეგოდ.

ექიმების თქმით, მას საავადმყოფოში შეყვანის დროს ორივე ფილტვზე ანთება ჰქონდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი საავადმყოფოსთვის დაგვიანებული მიმართვაც გახდა.

დღის ამბები