რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება.
მავთულხლართების გავლების დროებით შეწყვეტილი პროცესი დღეს ე.წ. მესაზღვრეებმა განაახლეს და საოკუპაციო ზოლში, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ბატონისაშვილების ბაღის ნაწილი მოაქციეს.
მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვთ.