17 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
"ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი, მარეკ ჰლინკა საქართველოში გატარებულ პერიოდს "კატასტროფას" უწოდებს

კატასტროფა - ასე იხსენებს ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი, სლოვაკი მარეკ ჰლინკა საქართველოში გატარებულ პერიოდს. სლოვაკური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰლინკა აქცენტს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე აკეთებს.

"თითქოს, დრო გაჩერდა, ასეთი არაფერი მინახავს. ძველი შენობები, სასადილო და საუნა, რომელშიც შესვლა საშიში იყო. სასტუმროში კედლები დაობებული იყო და თაგვები დარბოდნენ. "ტორპედოსა" და "დინამოს" მატჩები საქართველოში ყველაზე დაძაბულია, თბილისში 55-ათასიან სტადიონზე კი მხოლოდ 300 მაყურებელი მოვიდა,"- ამბობს ფეხბურთელი.

ინტერვიუს ბოლოს ის იმედს გამოთქვამს, რომ ქუთაისური კლუბი მას არსებულ დავალიანებას გაუსტუმრებს

დღის ამბები