17 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში - ლევან ჩხაიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ჟურნალისტის ცხედარი ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს. იქ დილიდან პანაშვიდი მიმდინარეობდა. ლევანის ოჯახს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს, ეკლესიასთან იმყოფებიან  ჟურნალისტის ნათესავები, კოლეგები, მეგობრები. ლევანის, იგივე ჯაკოს შესახებ მისი მეგობრები და კოლეგები საუბრობენ. 

სამოქალაქო პანაშვიდზე ქაშვეთის ეკლესიასთან იმყოფებიან შვილმოკლული მამებიც. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ლევან ჩხაიძის ოჯახს მიუსამძიმრეს. 

ლევან ჩხაიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი. ქაშვეთის ეკლესიაში მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

ლევან ჩხაიძის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

„TV პირველის“ ჟურნალისტი უცხოეთში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ლევან ჩხაიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

დღის ამბები