17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ტრეტიაკოვის გალერეადან ნახატი დამთვალიერებლის თვალწინ გაიტაცეს - დაკავებულია ეჭვმიტანილი

სამართალდამცველებმა მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეადან ძვირფასი ტილოს მოპარვაში ეჭვმიტანილი დააკავეს. არხიპ კუინჯის "აი-პეტრი, ყირიმი" გალერეის საინჟინრო კორპუსიდან, დამთვალიერებლების თვალწინ გუშინ გაიტაცეს.

გამოძიების ინფორმაციით, უცნობი პირი ნახატს მიუახლოვდა, კედლიდან ჩამოხსნა, ტილო ჩარჩოდან ამოიღო და დანაშაულის ადგილი შეუფერხებლად დატოვა. თვითმხილველებს ეგონათ, რომ მძარცველი გალერეის თანამშრომელი იყო.

31 წლის მამაკაცი მოსკოვთან ახლოს, ერთ-ერთ დასახლებაში დააკავეს. მოპარული ტილო კი უახლოეს მომავალში მუზეუმს დაუბრუნდება.

დღის ამბები