17 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
სიმღერა "თბილისო" - რევაზ ლაღიძის ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

"პოსტსკრიპტუმში" გასული რეპორტაჟის შემდეგ რევაზ ლაღიძის ოჯახის ადვოკატი  ლეგენდარულ კომპოზიცია "თბილისოს" ავტორობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. "თბილისო" კომპზიტორმა 1958 წელს შემქნა, ხოლო კომპოზიცია, რომელსაც საზოაგდოება მის ბრიტანულ ასლად იცნობს, 1962 წელსაა შექმნილი.

ადვოკატის თქმით, ეჭვქვეშ არ დგას საკითხი, თუ ვინ დაწერა თაობებისთვის საყვარელი სიმღერა და აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს Warner Music-თან, რომელსაც კომპზოტორ ჯერი სკოტის საავტორო უფლება ეკუთვნის.

„რევაზ ლაღიძის „თბილისო“ შეიქმნა 1958 წელს, თბილისის 1500 წლის იუბილეზე, რომელიც არის უტყუარი ფაქტი, უტყუარი გარემოება და ეს სადვაო არ არის. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ თვითონ ეს ჯერი სკოტის ჩანაწერი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, არის დათარიღებული 1962 წლით. ანუ ამ ორ გამოცემას შორის არის 4 წელი განსხვავება, რაც მნიშვნელოვანი ვადაა და ცალსახად შეიძლება დავადგინოთ, რომ რევაზ ლაღიძის „თბილისო“ არის ორიგინალური ნაწარმოები, ხოლო ჯერი სკოტის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის მის შემდეგ გამოქვეყნებული გადამუშავებული ვერსია,“ - განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.

დღის ამბები