17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ოპოზიცია ფოთში ცენტრალური სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებას აპროტესტებს

ოპოზიცია ფოთში ცენტრალური სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებას აპროტესტებს და ხელისუფლებას უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

 სტადიონის რეაბილიტაცია მე 7 წელია, მიმდინარეობს. ამ პერიოდში ტენდერი 2-ჯერ ჩაიშალა, ორმა კონრაქტორმა ფირმამ ავანსის სახით აღებული თანხები გახარჯა, სამუშაოები კი არ შეასრულა.

მშენებლობის დასრულების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია. ამ დრომდე სტადიონის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარია დახარჯული, აქედან 900 ათასი ლარი ავანსის სახით არის აღებული. ოპოზიციის თქმით, თანხა გაფლანგულია.

ფოთის მერიაში განმარტავენ, რომ მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და პროექტი თებერვლის შუა რიცხვებში ჩაბარებული იქნება.

დღის ამბები