17 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
დაპირისპირება ბათუმში გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის - აქციაზე ერთი ქალი დააკავეს

ბათუმში პოლიციელებსა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე, რომელიც ბათუმი მერიასთან იმართება, პოლიციამ ერთი ქალი დააკავა. შს სამინისტროში აქციის მონაწილის დაკავებას ადასტურებენ. 

აქციის მონაწილეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და სამუშაო ადგილების მოთხოვნით აქციას ბათუმის მერიასთან მართავენ. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გარემოვაჭრეებმა წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს, გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და გზის გადაკეტვა სცადეს.

ბათუმის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან უშედეგოდ დასრულდა.

გარემოვაჭრეები ორი თვით წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ გუშინ წერეთლის გამზირიდან კონსტრუქციების გასატანად 34 სატვირთო ავტომანქანა გახდა საჭირო და მის დაბრუნებას არ აპირებს.

დღის ამბები