17 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
საპროტესტო აქცია ბათუმში - კომპანია "მაქსიმის" მძღოლები მგზავრობის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ

ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში - ტაქსოკომპანია „მაქსიმის“ მძღოლები მგზავრობის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ. ისინი რაგბის სტადიონთან შეიკრიბნენ.

ტაქსი "მაქსიმის" სატელეფონო ოპერატორის მეშვეობით გამოძახება ერთჯერადად, 20 თეთრით გაძვირდა , თუმცა თანხა სრულად კომპანიას ერიცხება.

ტარიფი უცვლელია მობილური აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, თუმცა მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ისინი კომპანიის ონლაინ-ქსელით ვეღარ სარგებლობენ.

მძღოლების პროტესტთან დაკავშირებით კომპანია "მაქსიმში" კომენტარს არ აკეთებენ. 

დღის ამბები