საპროტესტო აქცია ბათუმში - გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში არსებული ბინების მეპატრონეები, მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. მათი განცხადებით, საცხოვრებელი ფართები ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა. ისინი ამ დრომდე ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ.
სამშენებლო კომპანიის პარტნიორებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, მენეჯმენტს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება შეზღუდული აქვს.
„შენობა, რომელიც უკვე კარგა ხნის ჩაბარებული უნდა იყოს ხედავთ, რომ ნახევარიც არ არის აშენებული. ასეთ ვითარებაში ერთმანეთს ედავებიან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ახალი და ძველი პარტნიორები იმიტომ, რომ მოხდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება,“ - განაცხადა მედეა ვასაძემ.