მობილური ოპერატორი "ჯეოსელი" შეფერხებით მუშაობს. აბონენტები ვერ სარგებლობენ ინტერნეტით, უჭირთ სატელეფონო ზარების განხორციელება და SMS შეტყობინებების გაგზავნა.
კომპანია "ჯეოსელში" შეფერხებით მუშაობის მიზეზად ქსელში მიმდინარე პროგრამულ განახლებას ასახელებენ.
"პროგრამის განახლებამ გამოიწვია გარკვეული ხარვეზები და შესაძლოა, ამ ეტაპზე ტელეფონის გადატვირთვამაც ვერ უშველოს, რადგან ქსელშია პრობლემა,“- აცხადებენ ჯეოსელის ცხელ ხაზზე.
კომპანიის პრესამსახურში კი, განმარტავს, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია და პრობლემა ეტაპობრივად ყველა აბონენტს მოეხსნება.