ბათუმში გარემოვაჭრეების აქცია შეწყდა - მოვაჭრეებსა და მერს შორის შეთანხმება შედგა. წერეთლის ქუჩის მოვაჭრეებმა პირობა მიიღეს, რომ ავტოსადგურის ტერიტორიის გარე პერიმეტრზე ჯიხურებს ჩაუდგამენ.
აქციაში დაახლოებით 150-მდე მოვაჭრე მონაწილეობდა. მათ შორის კონსესუსი შედგა და ისინი პირობას დათანხმდნენ. მოვაჭრეების მერიასთან შესაბამის ხელშეკრულებას დღეს გააფორმებენ.
წერეთლის ქუჩის მოვაჭრეები ბათუმის მერიასთან ბოლო ორი დღეა აქციას მართავდნენ. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ და ბათუმის მერიისგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვდნენ.