17 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ევროკავშირის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის კომისარი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ევროკავშირის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის კომისარი, ჰენრიკ ჰოლოლეი, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას, შეხვდა.

შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იყო, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სატრანსპორტო სფეროში და როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სატრანსპორტო პროექტების განხორციელება.

საუბარი შეეხო ასევე რკინიგზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მაგისტრალის გამტარუნარიანობა. 

„ჩვენ უნდა გავხდეთ ძლიერი საექსპორტო ქვეყანა. იმისთვის, რომ გავხდეთ ძლიერი საექსპორტო ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ძლიერი ლოგისტიკური სისტემები,  ჩვენი საექსპორტო საქონლის ღირებულებაში ექსპორტის ტრანსპორტის შემადგენელი უნდა გახდეს ძალიან დაბალი. ანუ, ჩვენ გვჭირდება ეფექტური საშუალებები, როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს დიალოგი დაგვეხმარება, რომ გამოვიმუშაოთ ახალი მიმართულებები და ინიციატივები,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები