17 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
თბილისის მერია გზაზე გადასასვლელი ლითონის ხიდების დემონტაჟს გეგმავს

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე სიახლის შესახებ ისაუბრა. კახა კალაძემ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვით, დედაქალაქში საფეხმავლო ბილიკები უნდა მოეწყოს. 

თბილისის მერია გზაზე გადასასვლელი ლითონის ხიდების დემონტაჟს გეგმავს. ინიციატივის თანახმად, მათ ნაცვლად მოეწყობა ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები.

თბილისის მთავრობის სხდომა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრით გახსნა. დედაქალაქის მერი ე.წ. "ხრუშოვკების" ჩანაცვლების პროექტს აანონსებს, რომელიც პირველ ეტაპზე ვარკეთილში დაიწყება. 

დღის ამბები