ფოთის საკრებულოს სხდომამ ხმაურის და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია გულგრილობის და უმოქმედობის გამო გააკრიტიკა.
ოპოზიციის განცხადებით, კაკულია ქალაქში არცერთი მიმდინარე, თუ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტით არ დაინტერესებულა. გამონაკლისია, ქალაქის ცენტრში მიმდინარე სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომლის შესახებაც საკრებულოს თავმჯდომარეს სრული ინფორმაცია გააჩნია.
ოპოზიციის წარმომადგნელების მტკიცებით, აღნიშნულ ცენტრს თავად კაკულია და მისი ოჯახის წევრი აშენებენ და საკრებულოს თავმჯდომარის დაინტერესებაც აქედან მოდის.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ვახტანგ დარცმელიძის ამ ბრალდებას ირაკლი კაკულიამ შეკვეთილი უწოდა და სამედიცინო ცენტრის მშენებლობასთან მისი პირადი კავშირი გამორიცხა, თუმცა დაადასტურა, რომ აღნიშნულ მშენებლობას, მისი ოჯახი წევრი ახორციელებს.
სიტყვიერი დაპირისპირება "ევროპული საქართველოს" წევრსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.