17 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, რა თქმა უნდა "ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი"-ოპოზიცია NDI-ის კვლევებს აფასებს

NDI -ის კვლევის იმ ნაწილს, სადაც საუბარია სახელმწიფო უწყებებში კორუფციასა და ნეპოტიზმზე, საპარლამენტო უმცირესობა ეხმაურება. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კორუფციის პრობლემა კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს იმ მდგომარეობასთან, რაშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყანა ჩააგდო.

„ხდება სხვადასხვა სახის კორუფციული ქმედება, ნეპოტიზმი, ნათესავების დანიშვნა, ტენდერებში გამარჯვება. ამიტომ მხოლოდ კორუფციაზე ვერ ვიტყვით თუ ჩვენ ამას კომპლექსურად არ განვიხილავთ სხვა მაჩვენებლებთან ერთად. მთავრობის ცუდი მუშაობა, დემოკრატიის არარსებობა ქვეყანაში და შემდეგ მასზე მიბმული უკვე სიღარიბე, კორუფციის მომატება, სახელმწიფო სისტემების ჩამოშლა. სასამართლო განსაკუთრებით ნეგატიურად არის ასახული, ისევე როგორც სხვა ძალოვანი სტრუქტურები თუ პარლამენტი, ანუ კორუფცია რეალურად ავლენს ამ გამოკითხვის სხვა მხარეების საგანგაშო მდგომარეობას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც.“ გიორგი კანდელაკი ბოლო პერიოდში დაფიქსირებული კორუფციულ გარიგებებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა უკან დაბრუნდა.

„გვახსოვს იგივე ბოლო პერიოდში იგივე ზუგდიდის მერიის შემთხვევა, რომელიც ჩაწერეს როგორ სძალავდა ბიზნესმენს ქრთამს. სასამართლოში კორუფციული შემთხვევები გვახსოვს. გვახსოვს ძალიან ბევრი გაუმჭირვალე და საეჭვო ტენდერი და გარდა ამისა ხალხი ყოველდღიურად ხედავს, რომ თანამდებობებზე განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში ინიშნებიან ნათესავები, მეგობრები, უცოდინარები, ხშირად წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი და ამ ყველაფრის დაბრუნებაზე, იმაზე რომ კორუფცია ისევ მწვავე პრობლემად იქცა ჩვენი ხალხისთვის "ქართული ოცნების" პირობებში რა თქმა უნდა "ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

დღის ამბები