17 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
მისი უუნარობის, ცუდი მენეჯმენტის გამო, ხალხი დაიღუპა-ალეკო ელისაშვილი ”ყაზტრანსგაზის” გენერალური დირექტორის მოხსნას ითხოვს

„სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მოუწოდებს მამუკა კობახიძეს, ”ყაზტრანსგაზის” გენერალური დირექტორის პოსტი დატოვოს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე პასუხიმგებლობა სწორედ კობახიძეს ეკისრება, რომელიც რამდენიმე თანამდებობას იკავებს. მერიამ ის მხოლოდ სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა, რაც ელისაშვილის განმარტებით, ადეკვატური გადაწყვეტილება არ არის.

„მამუკა კობახიძე მოხსნეს მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორობიდან და იქ დანიშნეს, ენერგო სისტემიდან გადმოიყვანეს კახი კალაძის ერთგული კადრი. როგორც ჩანს კალაძე ხვდება, რომ მამუკა კობახიძე ჩამოსაცილებელია ამ თანამდებობებს და ნელ-ნელა ათავისუფლებენ ამ კაცს თანამდებობებიდან. მაგრამ ვერ მიხვდნენ მთავარს, იმას, რომ მამუკა კობახიძე მერიის სატრანსპორტო კომპანიიდან კი არ იყო მოსახსნელი, "ყაზტრანსგაზიდან" იყო პირველ რიგში მოსახსნელი, ვინაიდან მისი უუნარობის, ცუდი მენეჯმენტის გამო ხალხი დაიღუპა,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები