21 ოქტომბერი 2020,   17:50
ვრცლად
ბაღის პედაგოგი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - 44 წლის ქალის სახლის სხვენში 130 აბი „ბუპრენორფინი“ იპოვეს

თბილისის 25-ე საჯარო ბაგა-ბაღის 44 წლის აღმზრდელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ქალს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მცირეწლოვნებთან მუშაობდა ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 130 აბი „ბუპრენორფინი“ აღმოუჩინეს. პოლიციას ამ დრომდე ჩხრეკა ბაღის შენობაში არ ჩაუტარებია და არც ის დაუდგენია, ხომ არ ინახავდა აღმზრდელი ნარკოტიკულ საშუალებებს ბაღის შენობაშიც.

44 წლის მარგალიტა როსებაშვილი საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კი სამართალდამცველებმა მისი სახლის სხვენში იპოვეს.

პედაგოგის უფლებადამცველი ჯერ საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისი თქმით, როსებაშვილის დასაცავად ამ საქმეში გვიან ჩაერთო და საქმის მასალებს არ იცნობს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პედაგოგს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

25-ე საჯარო ბაგა-ბაღი 2015 წელს აშენდა, ბაღი საზეიმოდ ქალაქის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა. სკოლამდელი აღზრდის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მაშინ ბაღში „ქართული ოცნების“ აქტივისტები ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაასაქმეს. ინგა გუგავა სააღმზრდელო დაწესებულებებში პედაგოგების შერჩევა-დანიშვნის პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მცირეწლოვნების აღზრდა ევალებათ, პერიოდული ნარკოლოგიური შემოწმება უნდა უტარდებოდეთ.

 

ავტორი: მარიამ კოპალეიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები