19 მაისი 2024,   21:10
ვრცლად
კანადაში კრემლისგან შთაგონებულ კანონს იღებენ! გამჭვირვალობაც ახსენეს, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაც და უცხოური გავლენის გამტარებლების ერთიანი რეესტრიც - ერთად აღვუდგეთ წინ, კანადის გარუსებას! - ვატო შაქარიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის, "საქართველო უპირველეს ყოვლისას" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი კანადის მთავრობის მიერ "უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ" კანონპროექტის წარდგენას ეხმიანება.

შაქარიშვილი ირონიულ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს მზადყოფნას, აშშ-ში გადაისხას სწრაფი რეაგირების დესანტი - ლომჯარია, გიგაური, ბუღაძე, ამაღლობელი და რაც მთავარია ლაზარე გრიგორიადისი. მან ასევე გარე აქტორებს მიმართა ამჯერად ერთად აღუდგნენ კანადის გარუსებას.

მეთიუ მილერ, რუსეთი მოგადგათ ამერიკის საზღვართან - კანადაში კრემლისგან შთაგონებულ კანონს იღებენ! გამჭვირვალობაც ახსენეს, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაც და უცხოური გავლენის გამტარებლების ერთიანი რეესტრიც!
დღეს თუ არ იბრძოლეთ, ხვალ კანადელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს!

სენატორებო ჯინ შაჰინ და ჯიმ რიშ, სასწრაფოდ კოლექტიური წერილია შესადგენი, დაანახეთ მსოფლიოს, რომ ღრმად ხართ შეშფოთებული კანადის დემოკრატიული კურსიდან გადახვევის გამო!

USAID-მა სასწრაფოდ უნდა ჩაატაროს რევოლუციის მოსამზადებელი ტრენინგები! კანადაში მიავლინეთ “კანვასი” და “ოტპორი!”
გამოიძახეთ აკერმანის სული!

ჩვენის მხრივ მზად ვართ, აშშ-ში გადმოვსხათ სწრაფი რეაგირების დესანტი - ლომჯარია, გიგაური, ბუღაძე, ამაღლობელი და რაც მთავარია ლაზარე გრიგორიადისი (თუ ძალიან გვთხოვთ მამამისსაც გამოვუშვებთ).

ასევე, სპეციალური რეისით გამოვაგზავნით მოხალისე "ფერად ახალგაზრდებს," მყეფარე ქალთა კვინტეტს - წითლიძე, ნაცვლიშვილი, აქუბარდია, სამადაშვილი, კორძაია! ყველაფრის მკადრებელი ელისაშვილიც კი არ დაგვენანება ამ საქმისთვის!
ერთად აღვუდგეთ წინ, კანადის გარუსებას!" - წერს შაქარიშვილი.

დღის ამბები