17 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
"ხელისუფლებას ეს ცუდად შემოუტრიალდება"- ჭიჭინაძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დილიდან სოციალურ ქსელში ისევ ვრცელდება. პირველად ამ კადრების გავრცელების შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. გამოძიება დაიწყო თუმცა მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი დღემდე ამ კადრების არსებობაზე ეჭვს გამოთქვამდა. დღეს კი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირებს კვლავ დაეგზავნათ.

დავით ჭიჭინაძე მმართველი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეს ცუდად შემოუტრიალდება. ჭიჭინაძის თქმით, "ქართული ოცნება" ამ ფაქტი გამო საკმაოდ ძვირ ფასს გადაიხდის. 

"როცა ადამიანებს ამ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ებრძვიან, ეს ხელისუფლების უძლურებაზე მიუთითებს. ვის შეიძლება ჰქონდეს ეს ვიდეოები? -ძალოვანი უწყების წარმომადგენელს ყოფილს, რომლებმაც თავის დროზე ალბათ თავისთვის მოტეხეს ასე რომ იტყვიან და ან იქ სადაც არის დალუქული და საქმეში დევს. ის განცხადებები, რასაც მოსამართლეები აცხადებენ, რომ მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, პირიქით ის დაადასტურეს რომ თურმე შეიძლება ისეთი ვერსიაც კი გააჟღერეს, რომ თურმე ეკა ბესელიას შეიძლება თავის თავზე აქვს გავრცელებული ეს რომ გმირი გამოიყვანოს, მათ თუ ეს მეთოდი გმირობა ჰგონიათ აქედან გამომდინარე მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს, ასეთი ზნეობის ადამიანებს შეეძლოს ჩვეულებრივად ამ ნაბიჯების გადადგმა,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

 

დღის ამბები