17 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
გარდაცვლილი 7 ადამიანი - ბინის მეპატრონე, მეზობლები და "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები პოლიციაში იმყოფებიან

ბინის მეპატრონე, რომლის სახლშიც სავარაუდოდ CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ბინის მეპატრონე, ალექსანდრე მურადოვი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ექიმის თქმით, ნერვიულობის ნიადაგზე პაციენტს წნევა ჰქონდა მომატებული. მისივე განცხადებით, ბინის მეპატრონემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

„მე გამოძახებული ვიყავი მურადოვნთან ისლამი. მე არ ვიცი, მაგრამ ვიღაც ჰყავთ დაკითხვაზე, ეს არის თუ სხვა, არ ვიცი... ინერვიულა სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მისი მეპატრონე რომ ვარო, ჩემს ბინაში რომ მოხდა ეს ამბავი, სავარაუდოდ, ასეა. ნერვიულობის ნიადაგზე ცოტა გული ჰქონდა აჩქარებული და წნევა ჰქონდა მომატებული. მე ვუთხარი, თუ გინდათ წამოდით საავადმყოფოში წაგიყვანთ, თვითონ განაცხადა უარი, იმიტომ, რომ მე შეიძლება დავჭირდე გამოძიებასო და ამიტომ დარჩა,“ - ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი.

ისნის პოლიციის განყოფილებაში ბინის მეპატრონის გარდა გამოკითხვაზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები და მეზობლები.

ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 ადამიანი სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა. მათ შორის არის მამა-შვილი.

დღის ამბები