17 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ტრაგედია ქეთევან წამებულის ქუჩაზე - 7 მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ქეთევან წამებულის 67 ნომერში ნაპოვნი შვიდი მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი.  

შემთხვევის შესახებ ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა, ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.  

როგორც ცნობილია, მამაკაცები „ლიბერთი ბანკის“ შენობის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები, ისინი გორიდან თბილისში სწორედ დასაქმების მიზნით ჩამოვიდნენ და ქეთევან წამებულის ქუჩაზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.

გამოძიება კითხავს ბინის მეპატრონესაც, ის ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

გამოძიება დაწყებულია სსკ 240-ე მუხლის პრიმა მუხლით,  რაც  ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

დღის ამბები