ტრაგედია თბილისში - სავარაუდოდ, CO-ს დაგროვებას ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე მათგანი თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული. მათ შორის არიან მამა-შვილი. ისინი ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშად მუშაობდნენ და სახლი ნაქირავები ჰქონდათ.
გარდაცვლილებს შორის არის 19 წლის ლაშა კობახიძე, რომელიც ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანია. გარდაცვლილის მეზობლები მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობენ.
„ძალიან კარგი, მშრომელი, პატიოსანი... ეს რა საშინელება მოხდა. გამოცხადდა ტელევიზორში, რომ 7 დაიღუპა მეშვიდე სართულზე, ეს ერთად გაგუდულები, რომ უნახავთ, ეს ერთ-ერთი ლაშა კობახიძეა,“ - ამბობს მეზობელი.
ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 ადამიანი დღეს გარდაიცვალა. შვიდივე დაღუპული „ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.
მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის არიან მამა-შვილი.
გარდაცვლილებს შორის არიან ძმები ჯონი და ვახტანგ ყაზიშვილები. ისინი გორიდან თბილისში დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩამოვიდნენ. ახლობლების განცხადებით, ორივე მათგანს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. გარდაცვლილების ოჯახის წევრები ტრაგედიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.