არქეოლოგებმა ეგვიპტეში უძველესი, სავარაუდოდ, პტოლემეების დინასტიის დროინდელი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.
მინიას რეგიონში არსებული საფლავი 9 მეტრის სიღრმეზეა გათხრილი და ოთხს ნაწილადაა დაყოფილი. ადგილზე მეცნიერებმა 50-ზე მეტი მუმია იპოვეს. მათი განცხადებით, 12 ცხედარი ბავშვს ეკუთვნის.
ვინ არიან ისინი, ან ვის ეკუთვნის საფლავი, ამის შესწავლას სპეციალისტები დღეიდან დაიწყებენ.
კონკრეტული სახელები იეროგლიფებში მითითებული არ არის, თუმცა, მეცნიერები, მუმიფიკაციის მეთოდიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ მათ მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ.