საქართველოს ჰოლივუდის ვარსკვლავი დოლფ ლუნდგრენი ეწვია. შვედი მსახიობი თაყვანისმცემლებს კავეა გალერეაში შეხვდა და ავტოგრაფებიც უსახსოვრა.
კინოთეატრში მისი მონაწილეობით ახალი ფილმის „ ქრიდი2“-ის პრემიერა გაიმართა. დოლფ ლუნდგრენმა ჩვენების დასასრულს ქართველი კინომანების შეკითხვებს უპასუხა.
„ქართველი ხალხის სიყვარულს ვაფასებ და ვგრძნობ, მე ეს ძალიან მიხარია. საქართველოში კიდევ აუცილებლად დავბრუნდები,“- აღნიშნა ლუნდგრენმა.