17 ნოემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე "გირჩის" აქტივისტები უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე პარტიის აქტივისტები უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები. იაგო ხვიჩიას თქმით, პასუხისგებაში არიან მიცემულები ის პირები, რომლებმაც მხოლოდ ნახეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი და არ მოუხდენიათ მისი გავრცელება.

„გირჩის“ ლიდერის თქმით, დასასჯელია ის, ვისაც ბოროტი მიზნები ამოძრავებდა და ვინც ავრცელებდა ამ კადრებს. მისი თქმით, სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ის ადამიანი, ვინც პირველმა დაარღვია ადამიანის პირადი საიდუმლოება და ფარული კადრები დაამზადა.

„წარმოგიდგენიათ, რომ ინტერნეტში არსებობდეს ლინკი, რომლის ნახვაც, რომელზეც დაკლიკებაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით. ეს ხომ უსამართლობაა? გამზიარებელი და მეგობრებს რომ სეირს ანახებდა, ეს ხალხი კი არ არის დასაჭერი, არამედ ის ხალხია დასაჭერი, ვისაც ბოროტი მიზნები გააჩნდა და უნდოდა, რომ ადამიანი გაეშავებინა ამ საზოგადოებაში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ

დღის ამბები