17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
მშენებლობის გამო მოჭრილი ხეები და 30-წლოვანი ხეების განადგურებით შეწუხებული მოსახლეობა

ჯიქიას ქუჩაზე მარადმწვანე ხეები მოჭრეს. როგორც მოსახლეობა განმარტავს, მშენებლობის გამო აქ არაერთხელ მოუჭრიათ ხის ნარგავები.

ადგილობრივების თქმით, ამ ქუჩაზე დიდი რაოდენობით ნაძვნარი იყო დარგული, თუმცა მათი თქმით ბევრი ხე გაანადგურეს.

ისინი ამბობენ, რომ ადგილზე მერიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ, თუმცა კონკრეტული განმარტებები მათი მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

„დამზადებულია 1 ხე, მოჭრილია 3 - ეს რაც ჩვენ დავაფიქსირეთ. დაფიქსირებით სხვა დროსაც დავაფიქსირეთ, უბრალოდ არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, თორემ დამარხეს ძალიან ბევრი ხეები. ამდენი მშენებლობა რომ მიდის იქ ბევრი იჭრება. მშენებლობისთვის ალბათ ნაყიდი აქვს ვიღაცას და აპირებს რაღაცის აშენებას, სახლის აშენებას და იმიტომ დაჭრეს ეს მწვანე ნარგავები,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები