ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ლაშა გოგია და გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის ნოემბერში, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
მათთან ერთად ასევე იმართება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას საქმე და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.
ოთხივე ბრალდებულის ადვოკატი, წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ, გირაოს შეფარდებას ითხოვს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ეს წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა. დაკავებული ლაშა გოგია ბრალს არ აღიარებს. მას წინასასამართლო სხდომაზე ბიზნესმენ კვირკვიას შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ის თაღლითია, მას უკანონოდ უთვალთვალებდა და მის ფარულ ჩაწერას ახორციელებდა.
„ეს ფარული ჩანაწერი არც მოსამართლის მიერ იყო განჩინებით გათვალისწინებული, არც რამე ოპერატიული სამსახურის მიერ იყო და მერე მოსამართლის დამტკიცებული, ეს იყო ფარული ჩანაწერი და ეს ფარული ჩანაწერი 2012 წლამდე კარგად ვიცით, როგორ იყენებდნენ და დღესაც იყენებენ. არ უნდა იქნეს მიღებული ფარული ჩანაწერი მტკიცებულებაში, ეს ერთი და არც სუს-ს, არც ანტიკორუფციულს არასდროს არ ჰქონდა ჩემ მიმართ, იმიტომ, რომ ცნობილი იქნებოდა რამე კრიმინალური ქმედება იმიტომ, რომ 2013 წლიდან ვარ საჯარო სამსახურში, ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი და მერე მერი. რამე რომ ყოფილიყო, კვირკვიასაც არ დასჭირდებოდა ჩემს მიმართ. რაც შეეხება თვითონ კვირკვია ვინ არის და რას წარმოადგენს. კონსტიტუცია საქართველოში კანონებს შორის პირველ ადგილზეა, მთავარი პრიორიტეტი არის კონსტიტუცია და კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, როცა მოქალაქე იღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავს უფლებას საქართველოს მოქალაქეობის. 10 წლის წინ მან აიღო რუსეთის მოქალაქეობა, შეიცვალა სახელი და გვარი და არ მიმართა ამასთან დაკავშირებით და დღეს სარგებლობს ორი სახელი და გვარით. ოგნევის და კვირკვიასი. 10 წლის უკან მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და მინდა, რომ ყველგან დაფიქსირებული იყოს ჩვენებებში ოგნევის სახელი და გვარი და არა კვირკვიასი,“ - განაცხადა ლაშა გოგიამ წინასასამართლო სხდომაზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ლაშა გოგია და გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის ნოემბერში, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
დღესვე სასამართლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმეებსაც განიხილავს.