სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა. ის მომხდარის თვითმხილველი არაა, თუმცა კონფლიქტის დროს შორიახლოს იმყოფებოდა. ის დაპირისპირებული მოზარდების მეგობარია და ტერიტორიაც მათთან ერთად დატოვა. პროკურორის განმარტებით, მოწმემ სასამართლოს დათუნა სარალიძის მკვლელობის ნაწილში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
"ამ მოწმის ჩვენება მკვლელობის ნაწილში გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი, უშუალოდ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში და მან ეს ინფორმაცია დღეს სასამართლოს მიაწოდა. უშუალოდ ერთ-ერთი მსჯავრდებულისაგან გახდა მისთვის ცნობილი გარკვეული გარემოებების შესახებ და მან ეს სასამართლო დარბაზში დაადასტურა დღეს,“-განაცხადა პროკურორმა ელენე ჩხეიძემ.
ადვოკატების თქმით კი დღეს მიღებული ინფორმაცია მათი მხარისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
მომდევნო პროცესზე უკვე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მიხეილ კალანდია უნდა დაკითხოს.