17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ხანძარი ბათუმში - ცეცხლი ბერიძის ქუჩაზე ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა

ხანძარი ბათუმში - ცეცხლი ბერიძის ქუჩაზე ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იტალიური ტიპის ეზოში მდებარე სახლის სახურავზე გაჩენილი ცეცხლი გვერდით მდებარე სახლების სახურავებს გადაედო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 8 სახანძრი-სამაშველო ჯგუფი მუშაობს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოები.

დღის ამბები