17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე საბაჟო-საკონტროლო პუნქტების გახსნას თანხმდება - გაზეთ "კომერსანტის" სკანდლაური სტატია

საქართველო რუსეთთან დათმობაზე მიდის და მზადაა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე საბაჟო-საკონტროლო პუნქტები გახსნას - ამის შესახებ რუსული გაზეთი კომერსანტი წერს.

გამოცემასთან ინტერვიუში რუსი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, აცხადებს, რომ მხარეებს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს იძულებულს ხდის, აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიები.

კომერსანტის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ შეთანხმების მთავარი არსი 2008 წლის შემდეგ საქართველოს ახალი საბაჟო საზღვრების გავლება იყო.

ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისში ამ პოზიციას არ იზიარებენ.

სტატიაში მოყვანილია ზურაბ აბაშიძის სიტყვები, ის ამბობს, რომ საქართველო პოლიტიკურ დებატებში არ შედის და მწვავე საკითხებს გვერდს უვლის, რადგან ესმის, რომ შეთანხმების ღირებულება მისი ნეიტრალური სტატუსია.

შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის სამი სავაჭრო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს, აქედან ორი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადის. 

დღის ამბები