17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
"შეყვარებულმა დააწერინა... მკაცრი მამა იყო" - მეზობლები 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილ შესაძლო სექსუალურ დანაშაულზე

გორში მამა საკუთარი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ბრალდებული 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს ძალმომრეობით ჩადიოდა სექსუალური ხასიათის დანაშაულს.

39 წლის მამაკაცის საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც სექსუალური ხასიათის დანაშაული დასტურდება.

დაკავებულს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არასრულწლოვანი გოგონა კი საოჯახო ტიპის თავშესაფარში გადაიყვანეს.

სოფელში მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ არასრულწლოვანი გოგონა ცოტა ხნის წინ სახლიდან, მეგობარ ბიჭთან ერთად, გაიპარა ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა, მისმა მამამ პოლიციას მიმართა და სახლში დააბრუნა.

ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ბრალდება სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდებოდეს.

„შეყვარებულმა დააწერინა, ეტყობა ზეწოლა მოახდინა იმ ბიჭმა. იმ ბიჭმა დააწერინა ეს ყველაფერი. მეტი სხვა არაფერი... გეუბნებით, ზედმეტი არაფერი მომხდარა. მკაცრი მამა იყო, ყველაფერს აკონტროლებდა, კარგი, წესიერი მამა იყო,“ - ამბობს მეზობელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები