18 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
ვითხოვთ სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს, გვაცალეთ ძილი - აქცია ასფალტ-ბეტონის ქარხნის წინააღმდეგ

ვითხოვთ სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს, გვაცალეთ ძილი - ამ მოთხოვნით გურულები ასფალტ-ბეტონის ქარხნის ფუნქციონირებას აპროტესტებენ. აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს ცენტრში გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ქარხნის ამოქმედების შემდეგ სოფელში იმატა დაავადებებმა და ჭებში წყალი დაშრა. ბრალდებებს უარყოფენ ქარხანაში, სადაც განმარტავენ, რომ შენობა ულტრათანამედროვე გერმანული ტექნოლოგიებითაა აშენებული და ქარხანა ყველა კანონის ზუსტი დაცვით ფუნქციონირებს.

დღის ამბები