16 მარტი 2025,   02:07
ვრცლად
მასობრივი დეპორტაცია, შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან, ომის დასრულება ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში - მსოფლიო დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ფიცის მოლოდინშია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ხვალ მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში ვაშინგტონი იქნება. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ფიცს ადგილობრივი დროით 12 საათზე დადებს, მანამდე კი შტატებში ბოლო სამზადისია.

      ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი და ბარაკ ობამა - ცერემონიაში მონაწილეობას  ამერიკის ყველა ცოცხალი ექსპრეზიდენტი მიიღებს.

      კაპიტოლიუმში იქნება ჰილარი კლინტონიც, რომელსაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჯობა და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც მან ნოემბერში დაამარცხა.

      მსოფლიო დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ფიცის მოლოდინშია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი უკვე მეორედ მიიღებს.

      ამის შემდეგ, ახალი პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვით გამოვა და თავის გეგმებზე ისაუბრებს.

      მასობრივი დეპორტაცია, შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან, ომის დასრულება ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში - რა ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, მმართველობის პირველ 100 დღეში.

      დღის ამბები
      მეტი