27 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
"ქართული ოცნება" სხდომას მართავს - პარტიამ შესაძლოა, გედევან ფოფხაძის გარიცხვის საკითხზეც ისაუბროს

როსტომ მეფის სასახლეში "ქართული ოცნების" სხდომა დაიწყო. მმართველ გუნდში არსებული შიდა პრობლემები და მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები - ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც უმრავლესობამ დღევანდელ საგანგებო სხდომაზე უნდა იმსჯელოს. შესაძლოა, შეხვედრაზე საუბარი პარტიიდან გედევან ფოფხაძის გარიცხვასაც შეეხოს. გუშინ ფოფხაძემ პოლიტსაბჭოს საგანგებო გზავნილიდან გამომდინარე პარტიიდან წასვლა კიდევ ერთხელ დაანონსა. არ გამოირიცხება სხდომა გედევან ფოფხაძემ და სხვა დეპუტატებმა დემარშით დატოვონ. შეხვედრას ესწრება ეკა ბესელიაც, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

დღის ამბები