17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
„ერთად შევაჩეროთ ჰესომანია“ - აქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

„ერთად შევაჩეროთ ჰესომანია და საქართველოს მასობრივი დატბორვა-განადგურება,“- ამ დევიზით თბილისში „იბიარდის“ კონფერენციის პარალელურად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

ზემო და ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, ონის, აჭარისა და პანკისის წარმომადგენლებმა მსვლელობით მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლეს.

აქცია გარემოს დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  შეუერთდნენ. ადგილზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძეც იმყოფება.

„ცხადია, ნებისმიერი საერთაშორისო კორპორაცია, ფინანსური გაერთიანება, ვინც არ უნდა იყოს, ვისა შეიძლება ჰქონდეს იდეა, გეგმა, ხედვა, თუნდაც იგივე ჰესების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმართულებით, ვერცერთი მათგანი ვერ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება კონფლიქტში იყოს კანონთან, აზიანებდეს გარემოს, თუკი არ ექნება მას ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენი ყურადღების და პროტესტის ძირითადი ნაწილის ადრესატი მაინც ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ხელისუფლება,“- განაცხადა სალაძემ.

დღის ამბები