17 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით დღეს დაკრძალეს

დღეს მარჯანიშვილის თეატრის მსხიობი გურანდა გაბუნია დაკრძალეს. მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

გარდაცვლილს ოჯახს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა მიუსამძიმრეს.

„კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. დავკარგეთ კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი, უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არა ერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა მარჯანიშვილის თეატრში და ნამდვილად გულდასაწყვეტია. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გურანდა გაბუნიას დაემშვიდობნენ კოლეგები, მსახიობები. კახი კავსაძემ მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ დიდი ქალბატონის გარდაცვალებამ მთელ საზოგადოებას დაწყვიტა გული.

„ის ჩემი მეგობარი იყო. ერთად ვსწავლობდით, ერთად ვმუშაობდით და მე ძალიან გული დამწყვიტა და მე ვხედავ, რომ საზოგადოებაც გულდაწყვეტილი დარჩა, ეს ძალიან კარგია ნიშანია. დიდი ქალბატონი წავიდა და ჩვენ ვაცილებთ მას ამ ქვეყნიდან,“ - განაცხადა კახი კავსაძემ.

გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

დღის ამბები