ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე თბილისის პროკურატურამ ელისო კილაძე გამოკითხა.
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის თქმით, გამოძიებას კითხვები ჰქონდა საარჩევნო შტაბში მისი მუშაობის პერიოდზე და იმ ჩანაწერებზე, რომელიც პროკურატურას 2 წლის წინ გადასცა.
კილაძე ამბობს, რომ ჩანაწერში ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური ახმადოვი აღიარებს, რომ მას პატარკაციშვილის მკვლელობა კუდის მაღალჩინოსანმა დაუკვეთა.