17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
თავდასხმა ყოფილ გენერალურ აუდიტორზე - სასამართლო პროცესი ოთარ ფარცხალაძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო 

„ელ ცენტროში“ ყოფილ გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დღეს მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარსმდგარიყვნენ. საქმეზე ბრალდებულები ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ოცხელი არიან.

პროცესი ოთარ ფარცხალაძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო, ოთარი დღევანდელ პროცესს დასწრებოდა, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადება, თუმცა მისივე თხოვნა იყო, რომ მისი დასწრების გარეშე არ განხილულიყო საქმე, ვინაიდან, მას სურს, საკუთარი უდანაშაულობა თავად დაადასტუროს,“ - განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა. 

საქმე ეხება გასულ წელს, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. თორდიას მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, მიაყენა. 

დღის ამბები