17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
"ვიღაცა ალფეევი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს," - მეუფე იაკობი რუს მღვდელმთავარს, ილარიონ ალფეევს უპირისპირდება

ღია ომი რუსეთისა და საქართველოს ეკლესიის გავლენიან მღვდელმთავრებს შორის - რუსული ეკლესიის მუქარას ქართველი ქორეპისკოპოსი იაკობი მძიმე ბრალდებით პასუხობს.

მიტროპოლიტ ილარიონის ხმაურიან განცხადებას, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებს შეეხებოდა, საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავრის უმწვავესი პასუხი მოჰყვა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში დასდოს ბრალი და მას ეშმაკის მსახური უწოდა. ქორეპისკოპოსი იაკობი ილარიონ ალფეევს უთვლის, რომ თბილისში მორიგი ვიზიტი მას ძვირად დაუჯდება.  

რუსეთის პატრიარქისთვის ყველაზე სანდო მღვდელმთავრის განცხადებაში რუსული პოლიტიკის გავლენას ხედავენ თბილისში.

ორი ეკლესიის ურთიერთობაში მკაცრი და მუქარის ტონი რომ მიუღებელია, არ მალავენ სხვა მღვდელმთავრებიც.

მიტროპოლიტ ალფეევის მუქარის შემცველ განცხადებას მალევე უპასუხა საქართველოს საპატრიარქომ. საპროტესტო გზავნილის ნაცვლად დელეგაცია ქართველი მღვდელმთავრებით მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პატრიარქ კირილს ინტრონიზაციის 10 წლის იუბილეზე, ილია მეორის გულთბილი მილოცვა გადასცეს.

ავტორი: თათია წოწონავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები