17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
საუკუნის ძარცვა ანტვერპენში - ერთ-ერთი ქართველი ბრალდებული რამდენიმესაათიანი გათავისუფლების შემდეგ, ისევ დააკავეს

არშემდგარი საუკუნის ძარცვა - ანტვერპენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე ბანკ "პარიბას" ძარცვის ბრალდებით დაკავებული საქართველო მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებით გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ. ერთ-ერთი დაკავებული 27 წლის ახალგაზრდა ციხეში დღეს რამდენიმესაათიანი თავისუფლების შემდეგ დააბრუნეს. მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად პროკურატურამ ეჭვმიტანილისთვის თავიდან მოითხოვა ორკვირიანი პატიმრობა და ის ციხეში დატოვეს.

ძარცვა, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე დღეა ევროპის ყველა მედიასაშუალება ლაპარაკობს, კვირას ანტვერპენის ცენტრალურ უბანში მოხდა. დამნაშავეებს, რომლებიც ბანკის საცავში მიწის ქვეშ გათხრილი გვირაბით შევიდნენ ყველა დეტალი გათვლილი ჰქონდათ. მათ ერთ-ერთი ყველაზე დაცული ბანკის საცავიდან 30 სადეპოზიტო ყუთი გაიტაცეს, რომლებიც სამართალდამცველებმა ცარიელი იპოვეს. რა ზარალი მიადგათ ბანკს და მის კლიენტებს, ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებული ქართველის ახლობელი ამბობს, რომ თავადაც მომხდარზე მედიიდან გაიგეს. ბადრი ფეტელავას ინფორმაციით დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდართან კავშირს უარყოფს.

„ეს ამბავი გავიგე პრესით, ძალიან გაოცებული და გაოგნებული ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი და არც არის დასაჯერებელია რომ ამ ბიჭს შეეძლო გვირაბები ეთხარა და ბანკები ეძარცვა. ოჯახი არის შოკირებული. ოჯახმაც ესე იცის რომ ის არაფერ შუაში არ არის და ფაქტიურად ეს დამტკიცდა კიდევაც. იმიტომ, რომ მოსამართლე ესეთ გადაწყვეტილებას თუ რაღაცა საეჭვოა არასდროს არ მიიღებს. როდესაც პროკურატურას არაფერი არ აქვს ხელმოსაჭიდი, აქ კოჭლამაზაშვილები მოსამართლეებად არ მუშაობენ. არანაირ დამნაშავედ ის თავს არ ცნობს,“-განაცხადა ბადრი ფეტელავამ.

ძარცვა  იმდენად მასშტაბური იყო, რომ ის მთლიანად ბელგიის სამეფოსთვის  მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ადგილობრივები რამდენიმე დღეა აქტიურად ადევნებენ თვალს მოვლენების განვითარებას.

“კინოს სცენარია. რაც მოხდა რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე. როგორც გავიგე ვიღაცეები დააკავეს და ერთ-ერთი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. ამ საქმის მიმართ ყველა დაინტერესებულია და თვალს ადევნებს. გვაინტერესებს ვინ არიან მძარცველები,“-ამბობენ ანტვერპენში.

ადგილობრივმა სამართალდამცავებმა თავდაპირველად 27 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აყვანილია კიდევ ერთი დამნაშავე, რომელიც ასევე ქართველია. 

დღის ამბები