17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
მცირეწლოვან მეზობელთან გარყვნილი ქმედებისთვის კასპში მამაკაცი დააკავეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კასპში ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. "კურიერის" ინფორმაციით მამაკაცი მოზარდს იცნობდა და სკოლიდან თავად გაიყვანა. ბავშვმა თავის დაღწევა შეძლო.

ბრალდებული მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დღის ამბები