ჭყონდიდელი მიტროპოლიტი დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე პასუხისმგებლობას უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქს აკისრებს. მეუფე მეტე ამბობს, რომ 2 წელი ციხეში ზის უდანაშაულო მღვდელი აბსურდული ბრალდებით.
მიმდინარე პროცესებში მიტროპოლიტი ხელისუფლების, პატრიარქისა და მისის გარემოცვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„ზუსტად ორი წლის თავზე, ვიტყოდი, რომ ზუსტად ორი წელია, საუბედუროდ, საქართველოში გვყავს უდანაშაულო პატიმარი მღვდელი, აბსურდული, ცრუ ბრალდებით. პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლების სამივე შტოს და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს მისი გარემოცვით,“ - აცხადებს მეუფე პეტრე (ცაავა).