17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
ხმაური, აგრესიული შინაარსის პლაკატები და დარბაზში გაშვებული გაზი - ლიეჟში სააკაშვილთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს

ხმაური ლიეჟის კონგრესის დარბაზში, სადაც ქართველი ემიგრანტებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს - აგრესიული ადამიანების ჯგუფმა სხდომათა დარბაზში შესვლა და შეხვედრის ჩაშლა სცადა. კონგრესის სასახლეში სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით მისული ადამიანები რეგისტრაციის გავლას ცდილობდნენ. რეგისტრატორებმა მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები, რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პირებმა, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, მედიასთან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს.

„საქართველოდან ჩამოვედი, არავინ არ დამაფინანსა. ჩემი სახსრებით ჩამოვედი. შენი რა საქმეა რა დამიჯდა, რატომ ჩაგაბარო აჩოტები. თქვენ რამდენს გიხდიან? რატომ არ გვიშვებენ, იქნებ რა კითხვა მაქვს. მე ვარ ქართველების მხარდამჭერი, იმიტომ რომ ქართველი ვარ,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და რომელსაც თან ჰქონდა პლაკატი მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით და წარწერით - "We do not trust you."

შეხვედრაზე მისული ემიგრანტების ნაწილს კი არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

„რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობაა და რატომ არა ვარ და პატივს ვცემ ჩვენს არჩევანს,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა. 

დღის ამბები