17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
"საპატრიარქოში არსებულმა დაჯგუფებებმა მოუწყეს ჩემს ძმას ეს საქმე და 9 წლით უკანონოდ გამოკეტეს საპატიმროში" - თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, საპატრიარქოსთან აქციას აგრძელებს. მისი თქმით, პროტესტი გრძელდება, რადგან მისი შეფასებით, საპატრიარქომ ზიარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიცილა, როდესაც განცხადება გაავრცელა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ სასულიერო პირი, რომელიც ზიარების სიმძიმის ტვირთს საკუთარ თავზე აიღებდა, შეეძლო დეკანოზის ზიარება.

თორნიკე მამალაძის შეფასებით, მსგავსი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან „სამარცხვინოა“.

მამალაძე ამბობს, რომ ზიარების მოთხოვნის და პასუხის მიღების შემდეგ, დეკანოზის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

„ეს მოთხოვნაც საქართველოს საპატრიარქოსთან დავაყენეთ, რადგან ამ შენობაში არსებულმა დაჯგუფებებმა მოუწყეს ჩემს ძმას ეს საქმე და 9 წლით უკანონოდ გამოკეტეს საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ საქართველოს საპატრიარქოსგან უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლებას,“ - ამბობს მამალაძე.

მამალაძე განმარტავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე სწორედ საპატრიარქოში დაიგეგმა, რაშიც სუს-ის ხელძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, მონაწილეობდა. მისი თქმით, აღნიშნულ დაჯგუფებას შეუძლია, რომ დეკანოზი გაათავისუფლოს.

თორნიკე მამალაძის თქმით, ორი წლის განმავლობაში პატრიარქს მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მისი შეფასებით, ილია მეორე თავს არიდებს აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი.

დღის ამბები