თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. გოჩა ჩორგოლიანი ამბობს, რომ პრეზიდიუმი დღევანდელი შემადგენლობით არაუფლებამოსილია და ის დაკომპლექტებულია გეგა გეგეშიძის სამეგობროთი. მისი შეფასებით ეს ფაქტი უფრო მეტი კანონდარღვევაა, ვიდრე ის რაც მოხდა სპორტის სასახლეში 11 იანვარს.
„პრეზიდიუმი არ არსებობს. პირდაპირ ვამბობ პრეზიდიუმი არის გაყალბებული. შემიძლია წარმოგიდგინოთ, გუშინ წაიკითხეს რამდენიმე ადამიანის სია, რომლებიც პრეზიდიუმის ნამდვილი წევრები არიან და იქ კიდევ ამოღებული არიან პრეზიდიუმის ათი წევრი. შემიძლია გვარები დავასახელო. ჩემთვის ეს არის უფრო მძიმე დანაშაული ვიდრე რაც სპორტის სასახლეში მოხდა, რომ თავისი მეგობრები ჩასვა თავის მაკონტროლებლად,“-განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა.